ახალი ამბები

წერეთელზე ძალადობა აუარესებს მედიაგარემოს – მედიაკოალიცია

1 ივლისი, 2022 • 369
წერეთელზე ძალადობა აუარესებს მედიაგარემოს – მედიაკოალიცია

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმაურება აშშ-ის საელჩოში ვატო წერეთელსა და ანრი ოხანაშვილის ინციდეტს და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად“.

კოალიციის განცხადებით, „მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტები, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებები, კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას“.

ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ  30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ  წერეთლის  „უბინძურეს პროვოკაციას“ პროპორციულად“ უპასუხა. მისი თქმით, იმას, რაც წერეთელმა იკადრა, „არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა“.

„მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს გასცდა ყოველგვარ საზღვარს და, შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი. არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილი ამბობს, რომ გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო წერეთელი.

„იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა“, – განაცხადა ოხანაშავილმა.

წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი