ახალი ამბები

ვსწავლობთ ამ ინფორმაციას – აშშ-ის საელჩო წერეთლისა და დეპუტატების დაპირისპირებაზე

30 ივნისი, 2022 • 806
ვსწავლობთ ამ ინფორმაციას – აშშ-ის საელჩო წერეთლისა და დეპუტატების დაპირისპირებაზე

აშშ-ის საელჩო ეხმიანება ვატო წერეთლის განცხადებას იმის შესახებ, რომ საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და  „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა,“.

წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი