“რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერნდუმი მეტყველებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და მისი წინა ხელმძღვანელის [ანატოლი ბიბილოვი] განწყობაზე, თუმცა მოსკოვი ამჟამად აღნიშნულ საკითხზე რაიმე სამუშაოებს არ ატარებს”, – ასე გამოეხმაურა ცხინვალის მიერ 17 ივლისს დაანონსებულ რეფერენდუმს რუსეთთან შეერთების საკითხზე დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი.
სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა [ბიბილოვს ინაუგურაციის შემდეგ ალან გაგლოევი, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შეცვლის] ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლასთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივლისს რეფერენდუმის ჩატარებაზე.
ოფიციალური ცნობით, რეფერენდუმზე კითხვა შემდეგნაირად იქნება დასმული: “უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”
ამავე თემაზე:
“რეფერენდუმით” დაშინება “ქართული ოცნების” ინტერესშიცაა? – ინტერვიუ ზაქარეიშვილთან