ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გაგლოევი იქნება | ბიბილოვმა წაგება აღიარა

9 მაისი, 2022 • 2362
ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გაგლოევი იქნება | ბიბილოვმა წაგება აღიარა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, წინასწარი შედეგებით ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერმა ალან გაგლოვმა 53,67% -ხმით [14 505 ამომრჩეველი] გაიმარჯვა.

ანატოლი ბიბილოვმა [41,3% ხმა – 11 099 ამომრჩეველი] კი, რომელიც ამ დრომდე დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, კონკურენტს მიულოცა და წარმატება უსურვა.

ამომრჩევლის აქტივობამ, ოფიციალური ცნობით, 68%-ზე მეტი შეადგინა. საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ასევე ახალგორის [2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა] რაიონში, სადაც ოსური პასპორტების მფლობელებს ხმის მიცემის საშუალება ჰქონდათ.

არჩევნებს დააკვირდებოდა 25 წარმომადგენელი რუსეთიდან, აფხაზეთიდან და დონეცსკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან  [რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა].

“დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. უფრო დემოკრატიულად, ვიდრე სამხრეთ ოსეთში, არჩევნები არსად ტარდება”, – განუცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთიდან არჩევნებზე ჩამოსულ  დელეგაციას  7 მაისის შეხვედრის  დროს.

გაგლოევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა 2017 წელსაც სურდა, თუმცა ხმების 11%-ოთ მესამე ადგილზე გავიდა. გამარჯვებული კი, 58%-ით, ანატოლი ბიბილოვი გახდა.

როგორ კარგავს ლეგიტიმაციას ბიბილოვი ცხინვალში

მასალების გადაბეჭდვის წესი