ახალი ამბები

პესკოვი: უკრაინის მთავარი ქალაქების აღება ჩინეთის დახმარების გარეშე შეგვიძლია

14 მარტი, 2022 • 1503
პესკოვი: უკრაინის მთავარი ქალაქების აღება ჩინეთის დახმარების გარეშე შეგვიძლია

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს ჩინეთისთვის არ უთხოვია სამხედრო აღჭურვილობით დახმარება.

როგორც Reuters წერს, 14 მარტს პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, რუსულ სამხედრო ძალებს, შეუძლია სრული კონტროლის დამყარება უკრაინის მთავარ ქალაქებზე და უკრაინაში თავისი მიზნების შესასრულებლად მას აქვს საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა ჩინეთის დახმარების გარეშე.

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. აღნიშნული პირველად ჩინეთმა უარყო.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ პენგიუმ განაცხადა, რომ არაფერი იცის რუსეთის მხრიდან ჩინეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული თხოვნის შესახებ.

ჩინეთის პირველი კომენტარი რუსეთის მხრიდან შეიარაღების თხოვნის ცნობებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი