რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვს მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. Financial Times-ის ცნობით ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ამავე ცნობის თანახმად, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთს გარკვეული ტიპის შეიარაღება უთავდება უკრაინაში შეჭრიდან მე-3 კვირის დასაწყისში.

FT-ის ცნობით, თეთრ სახლში განიხილავენ ვარიანტს, რომ ჩინეთი შეიძლება ამ მხრივ მართლაც დაეხმაროს რუსეთს.

ჩინეთსა და რუსეთში ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.