ახალი ამბები

ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავს

22 თებერვალი, 2022 • 1060
ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და დუჰანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობისა და ესკალაციის რისკის ფონზე, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას განიხილავს.

უკრაინული „ინტერფაქსის“ ცნობით, ზელენსკიმ ეს იდეა ესტონეთის პრეზიდენტ ალან კარისთან შეხვედრისას წამოაყენა.

ზელენსკი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები რუსეთის ფედერაციას.

„ნუ დაელოდებით, სანამ ეს [დამატებით ესკალაცია] მოხდება, რადგან აგრესიის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, რუსეთმა ორი რეგიონის აღიარებით შექმნა სამომავლო შეიარაღებული აგრესიის წინაპირობა.


წუხელ, 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ  დამოუკიდებლად ცნო დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

მასალების გადაბეჭდვის წესი