უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპმა საბოლოო თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მას აცნობა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის შესახებ.

„არის კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, მე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება: უკრაინა მიიღებს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ზელენსკი იუწყებოდა, რომ უკრაინა შეთანხმდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების პაკეტის მიწოდებაზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დადებითად არის განწყობილი Patriot-ის რაკეტების ლიცენზიების გადაცემის მიმართ.

მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის შესახებ.

31 ივლისს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადამჭერი რაკეტების წარმოების ნებართვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“ ამ საკითხში.