საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები.
„მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს საკუთარ მოვალეობას და იცავს ადამიანის უფლებებს“.
ორგანიზაციის განცხადებით, „მთავრობამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და შეასრულოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“.
Attacks against the Georgian Ombudsperson doing their human rights work are unacceptable. The Government should respect not undermine the work of human rights institutions and implement their recommendations to prioritize protection of human life and health.
— Amnesty International (@amnesty) November 18, 2021
რამდენიმე საათით ადრე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავდასხმისა და დაშინების მცდელობად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება. საუბარია კობახიძის მიერ 18 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.