ახალი ამბები

ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია – სამედიცინო ასოციაციები კობახიძის განცხადებაზე

18 ნოემბერი, 2021 • 2671
ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია – სამედიცინო ასოციაციები კობახიძის განცხადებაზე

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, 20 ასოციაცია,  „მიუღებელს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთ ბოლო განცახადებას.

საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ 18 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტს“, – აცხადებენ ასოციაციები.

„კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით“, – წერია განცხადებაში.

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს. მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა“, – აცხადებენ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

განცხადების ხელმომწერები არიან:

1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” – არჩილ ჩხოტუა
2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი
3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” – ნიკოლოზ კინტრაია
4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი
6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” – გიორგი ჩახუნაშვილი
7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება” – ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი
8. Საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია კახაბერ ეცადაშვილი
9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია
10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი – მარინა შიხაშვილი
11. აიპ “ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება” – მარიკა ალფაიძე
12. გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია – გიორგი გოცაძე
13. Ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა
14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე
15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე
16. სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე
20. “საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია” ზურაბ კლიმიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი