ახალი ამბები

ბათუმში მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია იმართება | LIVE

2 ნოემბერი, 2021 • 1491
ბათუმში მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია იმართება | LIVE

დღეს, 2 ნოემბერს, 17 საათზე, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაიწყო ოპოზიციის აქცია, რომლის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

დღეს ბათუმში იმყოფება ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია, რომელიც აქციაზე იქნება. აქცია მიმდინარეობს სლოგანით – „არა გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება მიშას“.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.

ათუმში აქციით ოპოზიცია იწყებს აქციების სერიას საქართველოს ქალაქებში. ბოლო აქცია თბილისში გაიმართება.

აქციების პარალელურად, ოპოზიცია აპირებს ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივროს ყველა საარჩევნო დარღვევა.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ და მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ს კანდიდატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი