ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა. ლანდსბერგისის განცხადებას ტვიტერზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობას სჭირდება ნათელი პერსტექტივა და იმ ქვეყნებს, რომელთაც წინ წასვლა სურთ, ხელი არ უნდა შეუშალონ.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი პერსპექტივა. ვისაც სურს და მზად არის, უფრო სწრაფად წინსვლისთვის, ხელი არ უნდა შეუშალონ. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ასევე ევროკავშირის ინტერესებშიცაა”, – აცხადებს ლანდსბერგისი.
Today at #FAC, FM @GLandsbergis: For #EaP to succeed #EU‘s Eastern partners need a clear perspective. Those willing and ready to move ahead faster should not be held back. Political association and economic integration with ?????? is also within the interest of the EU ??. pic.twitter.com/eM7STlfeKf
— Lithuania MFA (@LithuaniaMFA) October 18, 2021