ახალი ამბები

შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას – ლანდსბერგისი „რუსულ კანონზე“

6 აპრილი, 2024 • 638
შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას – ლანდსბერგისი „რუსულ კანონზე“

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, „რუსული კანონის“ განმეორებით მიღების მცდელობამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ლანსბერგისის განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა X-ზე ავრცელებს.

„საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ გაგებით მიენიჭა, რომ ის განახორციელებს ევროკომისიის მიერ გაწერილ ცხრა ნაბიჯს. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – აცხადებს ლანდსბერგისი.


„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული „რუსული კანონი“, ასევე დაარეგისტრირა ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი