ახალი ამბები

ოლქები, რომლებშიც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს — წინასწარი შედეგები

4 ოქტომბერი, 2021 • 2301
ოლქები, რომლებშიც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს — წინასწარი შედეგები

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ, შემდეგ მოდიან “ნაციონალური მოძრაობა” და შედარებით მცირე ოპოზიციური პარტიები.

თუმცა, არის რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი, რომლებშიც მმართველი პარტიის კანდიდატებს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა აჯობეს. “ნეტგაზეთმა” საარჩევნო რუკას გადახედა და რამდენიმე ასეთი ოლქი იპოვა.

დმანისის #1 მაჟორიტარული ოლქი

ამ ოლქში ხმათა 49.43%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თეიმურაზ აფრასიძემ გაიმარჯვა. მმართველი პარტიის კანდიდატმა, ალექსანდრე დაუთაშვილმა, ხმათა 40.85% მიიღო.

წალკის #3 მაჟორიტარული ოლქი

აქ დამოუკიდებელმა კანდიდატმა უშანგი ბოლქვაძემ 41.85% მიიღო და “ქართულ ოცნების” კანდიდატს, ბადრი ხოზრევანიძეს(32.36%) სძლია. მესამე ადგილზე გავიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გურამ მგელაძე 25.78%-ით.

ლაგოდეხის #10 მაჟორიტარული ოლქი

დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვიტალი გუგეშაშვილმა ოლქში 50.15% მიიღო და 2 ხმით აჯობა “ქართული ოცნების” კანდიდატს, ალექსანდრე ბაინდურაშვილს(49.85%).

ოზურგეთის #11 მაჟორიტარული ოლქი

“ქართული ოცნების” კანდიდატმა ნინო მახარაძემ ხსენებულ ოლქში ხმათა 35.28% მიიღო. ეს შედეგი ბარიერის(40%) გადასალახად საკმარისი არ არის.

ოლქში მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი დათა მიქელაშვილი(27.97%). შესაბამისად, მეორე ტური მასსა და მმართველი პარტიის კანდიდატს შორის გაიმართება.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში კარგავს უმრავლესობას.

ამ საკრებულოების დიდ ნაწილში უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ხოლო ზუგდიდში უმრავლესობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მფლობელის ვინაობას მეორე ტური გადაწყვეტს, ზოგან კი ის, თუ ვისთან ითანამშრომლებენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ მისი პარტია უმრავლესობას ასეთი მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც შეკრავს. მეორე მხრივ, ის გამორიცხავს თანამშრომლობას გახარიას პარტიასთან.

მისი სიტყვებით, მმართველი პარტია “კონკრეტულ საკრებულოს წევრებთან” იმუშავებს.

5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი