ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიხედვით, მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოსთვის გათვალისწინებულია 3.9 მილიარდი ევროს მოზიდვა, მათ შორის, 1 175 000 000 — გრანტის სახით.
ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ივნისის დასაწყისში წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები უახლოეს წლებში. წინადადება ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმას გრანტებით, შერეული რესურსებით და გარანტიებით და 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალს.
ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, ინვესტირებას კავშირების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერასა და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას.
დღის წესრიგი 2025 წლისთვის ათი მთავარი მიზნის შერჩევას მოიცავს, თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ სფეროში მკაფიო ვალდებულებებით.
ამ სფეროებში შედის:
- 500 000 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი დახმარების გაწევა;
- ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 3.000 კმ პრიორიტეტული გზების და რკინიგზის აშენება ან განახლება;
- ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა;
- კორუფციასთან ბრძოლა;
- ენერგიის მოხმარების შემცირება მინიმუმ 20%-ით;
- 250 000 ოჯახში უსაფრთხო წყალმომარაგებასთან წვდომის გაუმჯობესება და ჰაერის ხარისხი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა შინამეურნეობების 80% -ში;
- ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის ხელშეწყობა;
- სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დამატებითი მხარდაჭერა;
- 70 000 სტუდენტის, მკვლევრისა და ახალგაზრდისთვის მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
- ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურის გადასინჯვას, რათა ჩარჩო ახალ პრიორიტეტებს მოერგოს და დასახულ მიზანს სრულად შეესაბამებოდეს.
რეგიონულმა ეკონომიკურმა და საინვესტიციო გეგმამ ხელი უნდა შეუწყოს COVID პანდემიის შემდგომ სოციალურ – ეკონომიკურ აღდგენას და გრძელვადიან მდგრადობას, ”უკეთესი აღდგენის” დღის წესრიგის გათვალისწინებით. გეგმა ასახავს პრიორიტეტულ ინვესტიციებს და განსაზღვრავს მოწინავე ინიციატივებს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად განისაზღვრა მათი პრიორიტეტების, საჭიროებებისა და ამბიციების გათვალისწინებით.
წინადადებები განიხილება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში დაზუსტდა, 19, 3 მილიარდი ევროდან რა რაოდენობის თანხაა გათვალისწინებული საქართველოსთვის.
წინადადებები განიხილება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება.
“ჩვენ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, ამ მთავრობასთან, რათა მთავარი გამოწვევები გამოგვევლინა. ჩვენ მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ. თქვენთან საუბრისას დავადგინეთ, რომ მთავარი სისუსტე ეკონომიკასა და საზოგადოებაში არის დაკავშირების პრობლემა. ეს იქნება გზები და რკინიგზა, გამოუყენებელი პოტენციალი შავი ზღვის რეგიონში, დაკავშირება მთავარ ელექტრო და ინტერნეტ ქსელებთან — ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია საქართველოს ეკონომიკა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს.
სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დაკავშირების პრობლემა მოგვარდება, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე და საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციას. მივცემთ საშუალებას, რამდენიმე ეტაპს გადაახტეს და შემოგვიერთდეს არსებულ ეტაპზე. ასევე, საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციას. საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში”, — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.