სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელიც ბოლნისში მდინარე ქციაში გამიზნულად ყრიდა პოლიეთილენის ბოთლებს.

როგორც შს განცხადებაში ვკითხულობთ, კაცი წყლის  დაბინძურების ბრალდებითაა დაკავებული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკვე რამდენიმე დღეა ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი პირები მდინარეში ასობით პოლიეთილენის ბოთლებს.