ახალი ამბები

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

31 მაისი, 2021 • 2429
სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ დემონსტრაციების ფონზე, სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (GEDF), რომელიც ჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებში ფიგურირებს, 199 000 ლარის გადახდას გეგმავს ჰესების პოპულარიზაციაში.

ამ მიზნით ხელშეკრულება GEDF-სა და კერძო კომპანია „კალიგრამს“ შორის უკვე გაფორმდა. დაფინანსების წყაროდ ფონდის „საკუთარი შემოსავლებია“ დასახელებული.

ხელშეკრულება გადის სახელმწიფო შესყიდვების კატეგორიაში, რომლის დასახელებაა „სარეკლამო, პროპაგანდული და საინფორმაციო ფილმებისა და ვიდეოფილმების გადაღება“.

კონტრაქტი, სახელმწიფო ტენდერების ვებგვერდის თანახმად, ძალაშია 2021 წლის 13 აპრილიდან.

ხელშეკრულების თანახმად, დავალება გულისხმობს „განახლებადი ენერგიების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პოზიტიური კამპანიის წარმოებას სოციალური ქსელისთვის“.

კერძოდ, „კალიგრამს“ ხუთი დავალება აქვს:

  1. საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიის სტრატეგიისა და ვიზუალური სტილის შექმნა;
  2. მოკლე ექსპერტული ინტერვიუები;
  3. გრაფიკული რგოლები საერთაშორისო მაგალითებით;
  4. ჰესების წარმატებული მშენებლობის მაგალითები;
  5. სახალისო საინფორმაციო ვიდეოები.

„კალიგრამმა“ უნდა შექმნას საინფორმაციო კამპანიის სახელი, შეიმუშაოს სტრატეგია, მთავარი მესიჯები, ვიზუალური სტილი, მოიფიქროს შეფუთვა სოციალური ქსელისთვის, გადაიღოს არაერთი ვიდეო, სადაც ექსპერტები ისაუბრებენ და ა.შ.

მომსახურების დეტალები: ვრცლად

1. მომსახურეობა გულისხმობს:

1. კამპანიის სახელის და სასაუბრო ენის შექმნა;
2. კამპანიის სტრატეგია და თაიმლაინი;
3. მთავარი მესიჯების შემუშავება;
4. სრული ვიზუალური სტილი;
a) სოციალური ქსელის შეფუთვა: Cover, Profile Picture, FB პოსტების სტილი;
b) ვიდეოების გრაფიკული შეფუთვის სტილის შემუშავება და ვიდეოს მოუშენ გრაფიკის
დამზადება: გრაფიკული შესავალი, ბოლო პეკშოტი, რეგალიეს ფლაშკა, ვაიპი, ტიტრის
ფლაშკა, მთავარი მესიჯების გამოსატანი ფლაშკა;
5. 10 ექსპერტული ვიდეოს (მე-2 მომსახურებაში მითითებულია) შეფუთვა არსებული სტილით, გატიტვრა.

2. მომსახურეობა გულისხმობს:
დამკვეთის მიერ მიწოდებული სპიკერების მოკლე ინტერვიუების ჩაწერას, ისეთ საკითხებზე როგორიც არის: სეისმოლოგია, გეოლოგია, ენერგოდამოუკიდებლობა, ჰესების უსაფრთხოება და სხვა… ინტერვიუები შესაძლოა შეიცავდეს მარტივ გრაფიკულ ჩანართებს. ვიდეოინტერვიუების რაოდენობა არანაკლებ 10, არაუმეტეს 50. გადაღება უნდა მოიცავდეს სტატიკურ კადრებს, დამუშავებულ მდგომარეობაში რესპოდენტების სიის მიწოდებიდან უნდა ჩაბარდეს არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში.

3. მომსახურეობა გულისხმობს:
დავალება – კომბინირებული ვიდეო გაფორმებული ინფორგაფიკითა და 2D გრაფიკული ელემენტებით)
ქრონომეტრაჟი – დაახლოებით 1 წთ.

ტექნიკური და შინაარსობრივი დეტალები. კომპანია ვიდეორგოლის დამზადებას არსებული მასალების მიხედვით უზრუნველყოფს, რომელსაც შემსრულებელი დაამონტაჟებს და გამოიყენებს საბოლოო პროდუქტის დასამზადებლად. კლიპში ნაჩვენები იქნება მსოფლიო მაგალითები, რენდერები და სიმულაციები, ჰესების მუშაობის სპეციფიკაზე და უსაფრთხოებაზე.
ვიდეოს მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ჰესების უსაფრთხოებასა და სიკეთეზე, ასევე, ენერგეტიკის მნიშვნელობაზე როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ.

ვიდეორგოლს უნდა ქონდეს გრაფიკული შესავალი და დასასრული, რომელიც ამბის შესახებ მოკლე ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

სცენარი
დამკვეთის მხრიდან მოწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა მოამზადოს სცენარი, შეიმუშაოს ტექსტი და მთავარი მესიჯები, რომელიც გამოყენებული იქნება ინფოგრაფიკაში. ტექსტი უნდა დამტკიცდეს და დადასტურდეს დამკვეთის მიერ.

ვიდეორგოლის ვიზუალური მხარე

ვიდეორგოლი უნდა იყოს წარმოდგენილი ერთ საერთო ვიზუალურ ჭრილში, ფერები, გამოსახულებები, 2D ობიექტების სტილი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. ციფრები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა იყოს აღქმადი. საჭიროების შემთხვევაში, დამუშავდეს და
გასუფთავდეს მოწოდებული მასალა.

ხმა და მუსიკა

უნდა ჩაიწეროს და დამუშავდეს ხმა პროფესიონალი მსახიობისა და ხმის რეჟისორის მიერ. ვიდეოს შექმნისას გამოყენებული უნდა იქნას ან ოფიციალურად შეძენელი ფონური თემა, ან მუსიკა ე.წ. No Copyright list-დან.

ვიდეოს ჩაბარების ვადები:

დამკვეთის მიერ არსებული მასალების მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 დღეში საბოლოო სცენარის დამტკიცებიდან.
ვიდეოების მოწოდების ძირითადი ფორმატი – Full HD 1920 X 1080; სხვადასხვა

განთავსების არხებისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს ვიდეოს სხვა ფორმატზე დარენდერება.

რაოდენობა – არანაკლებ 5, არაუმეტეს 15;

4. მომსახურეობა გულისხმობს:

აუციელებელია ვიდეო-ოპერატორისა და ჟურნალისტის მომსახურება წარმატების ისტორიების გაშუქების პროცესში;

მასალის მომზადებამდე შემსყიდველთან შეთანხმებული უნდა იყოს მესიჯბოქსი;
გადაღება უნდა მოხდეს მაღალი ხარისხის ფოტო ან ვიდეოკამერით;
ვიდეომასალა უნდა იყოს Full HD ფორმატში;
წარმატების ისტორიების გადაღების შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით, გამოიყენოს კამერის ავტომატური სტაბილიზატორი (Gimbal Stabilizer DJI Ronin MX Handheld Steadicam Flycam HD-500), ხელის სტაბილიზატორი კამერისთვის (Camera Track Slider Video Stabilizer), სლაიდერი/რელსი, მხრის სტაბილიზატორი კამერისთვის (DSLR Camera Shoulder Support Rig Kit), განათება – (სასურველია
შემდეგი პარამეტრებით – LED Video Light Kit GVM Dimmable Bi-color Variable 2300K~6800K ); საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს დრონით ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა;

ისტორიების ქრონომეტრაჟი უნდა იყოს არანაკლებ 1 წუთი 30 წამი და არაუმეტეს 2 წუთი და 30 წამი.
რაოდენობა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 10;

დამონტაჟებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს სოციალური ვიდეორგოლის სტანდარტებს, საჭიროების შემთხვევაში გაფორმებული უნდა იყოს გრაფიკითა და სუბტიტრებით. რგოლს უნდა ჰქონდეს მუსიკალური გახმოვანება და მუსიკის გამოყენებისთვის სრული საავტორო უფლებები.
ისტორიების ვიდეორგოლების მომზადებისას აუცილებელია ვიდეორგოლების გრაფიკულად გაფორმება, ფერები, შრიფტი და ვიზუალი უნდა შეესაბამებოდეს მოწოდებულ ბრენდბუქს. ვიდეომასალაში ფონური ხმა და ინტერვიუების ხმა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო
სტანდარტებს.

პროექტის ბოლოს ყველა მასალის პროექტი უნდა გადაეცეს ფონდს, რადგან გადაღებული და დამონტაჟებული მასალა იქნება შემსყიდველის საკუთრება. მიმწოდებელი ვალდებული იქნება, მასალა მოამზადოს შემსყიდველთან უშუალო კოორდინაციით. ისტორიების გადაღების გრაფიკი და სპიკერების შერჩევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან უშუალო კოორდინაციით.

მიმწოდებელმა თავად უნდა უზრუნველყოს რეგიონებში გადაღების ადგილზე გამგზავრება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე განთავსება.
ვიდეორგოლების გრაფიკი და ჩაბარების ვადები განისაზღვრება გადაღების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. მომსახურება გულისხმობს:

მოქმედი ჰესების შესახებ მოკლე რგოლებს საინფორმაციო შემეცნებითი ისტორიებით. ვიდეო უნდა დამზადდეს არანაკლებ 10, არაუმეტეს 20.
კომპანიამ მომსახურების პირველი კომპონენტის გარდა, ფასები უნდა წარმოადგინოს თითოეულ ერთეულზე (1 ცალ ვიდეოზე ან გრაფიკულ ნამუშევარზე), რადგან შესასყიდი პროდუქტის ზუსტი რაოდენობა კამპანიის განმავლობაში დაზუსტდება. მომსახურების ყველა პუნქტზე შესაძლო მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა მითითებულია ამავე ტექნიკურ დავალებაში.

სატენდერო დოკუმენტაციაში ჩანს, რომ ვიდეოინტერვიუების დამზადებაში GEDF იხდის 1150 ლარს. საუბარია დამკვეთთან შეთანხმებული სპიკერების/ექსპერტების ვიდეოინტერვიუებზე „გრაფიკული შეფუთვით საერთო ვიზუალურ სტილში“.

კონტრაქტს ხელს აწერენ კომპანია „კალიგრამის“ დირექტორი ეკატერინე ადეიშვილი და GEDF-ის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ჩიქოვანს, — რომელიც წარსულში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, — 2019 წელს, 12 თვის განმავლობაში, ამ პოსტზე მუშაობისას 190 953 ლარის აქვს მიღებული.

შპს „კალიგრამი“, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის 24 სექტემბერს არის დარეგისტრირებული.

ინფორმაცია ტენდერის შესახებ თავდაპირველად „ფლანგვის დეტექტორმა“ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი