ახალი ამბები

ცუდი სიგნალია შემდგომი ინვესტიციებისთვის — კობახიძე “ენკას” გასვლაზე

22 სექტემბერი, 2021 • 1263
ცუდი სიგნალია შემდგომი ინვესტიციებისთვის — კობახიძე “ენკას” გასვლაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნამახვანჰესის” მშენებლობაზე კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით “ენკას” გადაწყვეტილებას “სამწუხაროს” უწოდებს.

“რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით დიდი ინვესტიციები ჩაიდოს. მთავრობას აქვს 10-წლიანი სამქომედო გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა არის დაგეგმილი ამ სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

გადაწყვეტილებაში, რომელსაც თავად კომპანია აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ENKA Renewables-მა უკვე აცნობა საქართველოს ხელისუფლებას კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.

მიზეზად კომპანია კონტრაქტის პირობების დარღვევას და ფორსმაჟორული გარემოებებს ასახელებს.

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

მასალების გადაბეჭდვის წესი