ახალი ამბები

ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება – გვრიტიშვილი

19 მაისი, 2021 • 2020
ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება – გვრიტიშვილი

“მე, როგორც მოსამართლე, და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება”, — განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილის ეს კომენტარი მოჰყვა იუსტიციის საბჭოს არასამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას მოსამართლეების დანიშვნისას ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ. კონკრეტულად, ნაზი ჯანეზაშვილმა ნეპოტიზმად და კორუფციად შეაფასა ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი შესაძლოა, უვადო მოსამართლედ დაინიშნოს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას “კიდევ ერთი გამოხტომა” უწოდა და თქვა, რომ ისიც და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან, რომ ნაზი ჯანეზაშვილს მალე უფლებამოსილების ვადა ეწურება.

ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც კლანად წოდებული გავლენიანი მოსამართლეების და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ყველაზე აქტიური კრიტიკოსია, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად 2017 წელს აირჩია. მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

იუსტიციის საბჭოს წევრის შვილს მოსამართლეობა სურს — ნეპოტიზმი?

მასალების გადაბეჭდვის წესი