ნეტგაზეთი | ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობაა – მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობაა – მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – Netgazeti
RU | GE  

ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობაა – მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან დაძაბულობაა. სალხინოს ეკლესიასთან პერიოდულად მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურადაც უპირისპირდებიან.

დღეს, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აქ წირვა უნდა აღავლინონ.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ განდევნილი მღვდლების მრევლი და მხარდამჭერები მივიდნენ. ტაძართან მყოფი სასულიერო პირები და მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ დაძაბულობა ადგილობრივი ბიზნესმენის – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამაც გამოიწვია.

მობილიზებულია პოლიცია. ადგილიდან ასევე ვრცელდება ცნობები, რომ პოლიცია მოქალაქეების ნაწილს ტაძრის ეზოში არ უშვებს. მანამდე ტაძარში დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ თავად მიტროპოლიტი სტეფანე შევიდა.

გარეკანი ფოტო: ბერდია კალანდია/თაიმერი

[მასალა განახლდება]


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება ხდება. აქ ბოლო თვეებია დაძაბულობაა. ასე მაგალითად, მარტვილში, სალხინოს ტაძარში, სადაც წინა დღით მიტროპოლიტი სტეფანე არ შეუშვეს, 22 აპრილს დაპირისპირება მოხდა.

მარტვილის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან