ახალი ამბები

შაბათამდე მოინანიონ, თორემ განკვეთა გარდაუვალია – მიტროპოლიტი სტეფანე სამ სასულიერო პირზე

22 აპრილი, 2021 • 1199
შაბათამდე მოინანიონ, თორემ განკვეთა გარდაუვალია – მიტროპოლიტი სტეფანე სამ სასულიერო პირზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მარტვილში, სალხინოში 22 აპრილს მღვდლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მის მიერ მივლენილი სასულიერო პირის ლოცვა ჩაშალა თვითმარქვია წინამძღვარმა, რომელიც აღარაა წინამძღვარი, მღვდელმოქმედება არ შეუძლია და მისი გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს.

„დღეს ვაცხადებ და შაბათს აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს, რაც მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, და თუ გააგრძელა ასეთი ქმედებები, — მეც არ მომცა წირვის ჩატარების საშუალება, — გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და აღარ ექნება უფლება, რომ იყოს მღვდელმსახური. დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს შაბათამდე. მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული და შესაძლოა, აღარ განიკვეთოს“.

მიტროპოლიტი სტეფანე ასევე აცხადებს, რომ დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განკვეთავს, თუ ისინიც არ მოინანიებენ „ამბოხს“.

მისი თქმით, სალხინოს ტაძრის წინამძღვრად მან დანიშნა მღვდელი გოჩა ლიპარელიანი.

ვრცლად ამ ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/339122/

მარტვილის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი