ახალი ამბები

წაჩხურუს მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანეს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

21 ნოემბერი, 2021 • 1508
წაჩხურუს მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანეს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანს მრევლისა და სასულიერო პირთა ნაწილი საპროტესტო შეძახილებით დახვდა.

ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა აქ დღეს წირვა უნდა აღავლინოს.

აქციას უერთდებოდნენ მათ შორის ის სასულიერო პირთა ნაწილიც, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ განვეთა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მთავარი ფოტო: Timer.ge


მანამდე ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება, რომელიც დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა 7 ნოემბერს მოხდა. როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი მონაზონი ათინოგენი ამბობდა, სალხინოს მონასტერთან პოლიციამ ის ადგილობრივები დააკავა, რომლებიც მონასტერში შესვლას ცდილობდნენ.

ვრცლად წაიკითხეთ:

მარტვილში, სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.