მარტვილში, სალხინოს ტაძარში, სადაც წინა დღით მიტროპოლიტი სტეფანე არ შეუშვეს, 22 აპრილს დაპირისპირება მოხდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მიტროპოლიტობიდან განყენებული პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები და მისი შემცვლელი მიტროპოლიტის, სტეფანეს მხარდამჭერები.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
დაპირისპირებამდე მცირე ხნით ადრე განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს პრესცენტრმა და განაცხადა:
„ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა“.
[მასალა დამატებითი ინფორმაციით განახლდება]
ვრცლად ამ ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გირჩევთ:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/339122/