ახალი ამბები

რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი, სადაც ზანგური მონაწილეობს, აფიშიდან მოხსნა

14 აპრილი, 2021 •
რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი, სადაც ზანგური მონაწილეობს, აფიშიდან მოხსნა

რუთაველის თეატრი აცხადებს, რომ გმობს ძალადობას და 17 აპრილისთვის დაგეგმილ სპექტაკლს: “იულიუს კეისარი”, აფიშიდან ხსნის.

სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ბესო ზანგურია (ბრუტუსის როლში), რომელიც რამდენიმე დღის წინ მისმა ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა. ზანგური ბრალდებებს უარყოფს.

“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს ,,იულიუს კეისარი”.

ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე”,-წერია სახელმწიფო თეატრის განცხადებაში.

რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს…

Posted by Rustaveli Theatre – რუსთაველის თეატრი on Wednesday, April 14, 2021

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

მაყაშვილს მანამდე საჯაროდ სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ.

ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.

ვრცლად:

ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი