ახალი ამბები

მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

27 მაისი, 2021 • 1656
მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

მსახიობი მარი ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო და რუსთაველის თეატრი ადასტურებენ.

ჯანაშია საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო, მან ითამაშა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა:

,,ანტიგონე”, ,,ჩვენი მელოდიები”, ,,რომეო და ჟულიეტა”, ,,ქალის ტვირთი”, ,,ტარტიუფი”, ,,მშვენიერი ქართველი ქალი”, ,,ოტელო”, ,,თავადის ასული მერი”, ,,ევრიდიკე”, ,,ისევ ვოდევილები”, ,,კარმენი”, ,,ანა ფრანკის დღიური”, ,,ჯინსების თაობა”, ,,კავკასიური ცარცის წრე”, ,,კატა თუნუქის ცხელ სახურავზე”, ,,მოხუცი ჯამბაზები”, ,,გედის სიმღერა”, ,,ვგევართ ჩვენ ლტოლვილებს?”, ,,მარიამ სტიუარტი”, ,,ასულნი”, ,,უკანასკნელი დედოფალი”, ,,მზის დაბნელება საქართველოში” და სხვა.

გარდა თეატრისა, ჯანაშია მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: ,,ნუცა”, ,,საქმე გადაეცემა სასამართლოს”, ,,მშობლიურო ჩემო მიწავ” (რაიკომის მდივანი), ,,გზის დასაწყისი”, ,,კუკარაჩა”, ,,მარადისობის კანონი”, ,,ცოდვის შვილები”, ,,მარტოხელა მონადირე”, ,,დინოზავრის კვერცხი”, ,,მშვიდობით, ქალბატონო” და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი