ახალი ამბები

ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ დავასრულოთ — სააკაშვილი “უცნობის” აქციას ეხმაურება

9 აპრილი, 2021 • 1136
ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ დავასრულოთ — სააკაშვილი “უცნობის” აქციას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გია გაჩეჩილაძის(უცნობი) ორგანიზებით თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება. ის შეკრებაზე მისულთა რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და “ფეისბუქზე” წერს:

“აი, ამდენი დარჩნენ ზუსტად ქოცები თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რაც დღეს იხილეთ. ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ყავდა. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, ესენი რომ ვერ დავასრულოთ… ქართველ ხალხს ივანიშვილი ვერ გააფარჩაკებს!”

თბილისში, ევროპის მოედანზე, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით აქცია 9 აპრილს გაიმართა. ორგანიზატორის განცხადებით, 9 აპრილი ქართველი ხალხის მარადისობის დღეს დააწესებენ. მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპექტრი და მედიასაშუალებების დღის წესრიგი ხალხის განწყობებს აცდენილია, საზოგადოება კი ფსევდოდაპირისპირებით დაიღალა.

აქციის მიმდინარეობისას, “უცნობმა” ევროპის მოედანზე აღმართულ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე “პულივიზატორით” გააკეთა წარწერა “ღმერთი სიყვარულია”. თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება(ხსენებულ ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება) კანონდარღვევაა და “უცნობი” დაჯარიმდება.

ევროპის მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ საპატრიარქოსკენ და ამ გზით მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისადმი პატივისცემა გამოხატეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა მათ.

ბერლინის კედლის ფრაგმენტის მოხატვისთვის “უცნობი” დაჯარიმდება — მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი