ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძემ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე “პულივიზატორით” წარწერა გააკეთა

9 აპრილი, 2021 • 2036
გია გაჩეჩილაძემ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე “პულივიზატორით” წარწერა გააკეთა

ევროპის მოედანზე აღმართულ ბერილინის კედლის ფრაგმენტზე გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) პულივიზატორით გააკეთა წარწერა — “ღმერთი სიყვარულია” .

აღნიშნული კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა. ამავე წლის ნოემბერში კი კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა.

ღონისძიებაზე იმდროინდელმა საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, რომ ბერლინის კედლის საქართველოსთვის გადმოცემა ქართულ-გერმანული ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით აქცია ევროპის მოედანზე დაიწყო. ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთების შემდეგ კი აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ საპატრიარქოსკენ და ამ გზით პატრიარქისადმი პატივისცემა გამოხატეს. საბოლოოდ აქცია “დედაენის ბაღში” უნდა დასრუდლდეს.

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ დღეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის მარადისობის დღეს დააწესებენ. მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი და მედიასაშუალებების დღის წესრიგი ხალხის განწყობებს აცდენილია, საზოგადოება კი ფსევდოდაპირისპირებით დაიღალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი