“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, არჩევნებში არცერთ შემთხვევაში “ქართულ ოცნებაში” ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 27%, ენმ-ს კი- 26%.
კონკრეტული პარტიების ნეგატიური რეიტინგი პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქართულ ოცნებას ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – 27%
- “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” — 26%
- “პატრიოტთა ალიანსს” — 9%
- “გირჩი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” — 8%
- “ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძე” — 8%
- “ლეიობირსტული პარტია” — 5%
- “მოქალაქეები” — 5%
- “ევროპული საქართველო” — 5%
- “სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია” — 4%
- “ლელო” — 3%
- “სტრატეგია აღმაშენებელი” — 2%
- “რესპუბლიკური პარტია” — 2%
- სხვა პარტიები — 1%
არცერთ პარტია არ დაასახელა 6%-მა, 26%-მა კი კითხვაზე პასუხი არ გასცა/უპასუხა, რომ არ იცის.
აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის გაცემა შეეძლოთ.
ამასთან, IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა. 18%-მა დაასახელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, 3-3%-მა “ევროპული საქართველო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” დაასახელა. 2-2%-მა კი “გირჩი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლეიბორისტული პარტია” და “მოქალაქეები” დაასახელა. “ლელოს” და სხვა პარტიებს კი ხმას მისცემდა 1-1%.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 5% ბიულეტნს გააფუჭებდა. ასევე, 15%-მა არ გასცა კითხვაზე პასუხი, ან განაცხადა, რომ არ იცის.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.
ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. IRI აღნიშნავს, რომ შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.