ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა ჯგუფის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები ევროკავშირთან ურთიერთობების ჩვეულებრივ გაგრძელებას არ უნდა ელოდნენ.
ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებული არიან და მისი აზრით, ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს.
“წამყვანი ევროპარლამენტარების მკაფიო განცხადებაა საქართველოში არსებული პოლიტიკურ კრიზის შესახებ. ევროპარლამენტში ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ძალიან იმედგამაცრუებული ვართ იმის დანახვით, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულება არ სურს. ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”, — წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები