ახალი ამბები

სასტუმრო რუმსს, სადაც პოზნერი გადაიყვანეს, კვერცხები ესროლეს

1 აპრილი, 2021 • 951
სასტუმრო რუმსს, სადაც პოზნერი გადაიყვანეს, კვერცხები ესროლეს

რუმს ჰოტელს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები გადაიყვანეს, შეკრებილმა აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს.

მანამდე პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად სასტუმრო ვინოტელში იმყოფებოდა, რომელიც შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

იგი საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნითაა ჩამოსული.

პოლიტიკოსთა და აქტივისტთა ნაწილი აცხადებს, რომ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი