შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო ვინოტელიდან ავტობუსით იქ მყოფი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები ტერიტორიიდან გაიყვანა.
მანამდე შრომის ინსპექციამ სასტუმრო ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმა.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქტივისტები, რომლებიც პოზნერისა და მისი თანმხლები პირების ქვეყნიდან წასვლას მოითხოვენ.
პოზნერი საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით ჩამოვიდა.