ახალი ამბები

სასტუმრო, სადაც პოზნერია გაჩერებული 10 000 ლარით დაჯარიმდა – შრომის ინსპექცია

31 მარტი, 2021 •
სასტუმრო, სადაც პოზნერია გაჩერებული 10 000 ლარით დაჯარიმდა – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის განცხადებით, სასტუმრო ვინოტელი, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერია გაჩერებული, 10 000 ლარით დაჯარიმდა.

“გამოიკვეთა მთავრობის 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით.

შრომის ინსპექციამ სასტუმროს მისცა მკაცრი გაფრთხილება, რომ დაიშალოს აღნიშნული ღონისძიება. განმეორებით, აღნიშნული ქმედების განმეორებისას, იქნება შესაბამისი სანქცია გამოყენებული”, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა სასტუმრო ვინოტელის დაჯარიმების ფაქტზე საუბრისას.

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით დღეს თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი