შრომის ინსპექციამ ის სასტუმრო, სადაც საქართველოში მყოფი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, საქართველოს მთავრობის დადგენილების დარღვევის გამო დააჯარიმა.
პარალელურად, სასტუმროს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქტივისტთა და პოლიტიკოსების ნაწილი პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებს.
შრომის ინსპექციაში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ მათ სასტუმრო დააჯარიმეს, თუმცა განაცხადეს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნული პირს [პოზნერი], რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია ოკუპაციის კანონი და საქარველოში მანამდე რამდენიმეჯერმეა ნამყოფი.
“რაც შეეხება ამ ადამიანების საქართველოში შემოსვლას, ეს პირები შემოვიდნენ მთავრობის დადგენილების დაცვით. მათ ნაწილს ჰქონდა ე.წ. კოვიდ პასპორტი, [ჩატარებული ჰქონდათ ვაქცინაცია], ნაწილმა კი წარმოადგინა PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა”, – განაცხადეს შსს-ში
ამ წუთებში, აქტივისტების განცხადებით, მათ სასტუმროს ელექტროენერგია ჩაუქრეს.