Facebook-გვერდმა “ბიძინა ივანიშვილი და მედია” სახელი შეიცვალა და “გახარია და მედია” გახდა.
გვერდი “ბიძინა ივანიშვილი და მედია” 2011 წლის ოქტომბერში შეიქმნა. მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მართავდა. ამ გვერდზე ვრცელდებოდა ბიძინა ივანიშვილის წერილები და განცხადებები. 23 მარტს გვერდმა სახელი შეიცვალა, მისი ახალი სახელი კი “გახარია და მედიაა”.
მანამდე, 22 მარტს, გვერდმა გაავრცელა ყოფილი პრემიერ-მინისტრ,ის გიორგი გახარიას კომენტარი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ.
“ბიძინა ივანიშვილის და ყველა მისი მხარდამჭერის ოცნება ის იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო გარემო, სადაც პოლიტიკურ ძალებს თუ მედიებს ექნებოდათ შესაძლებლობა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღოთ ამ ქვეყნის წინაშე. სწორედ ჩვენ, თავისუფალმა მედიამ უნდა შევქმნათ ისეთი მედიასტანდარტი, რომ ქვეყნის დამზიანებელ პოლიტიკურ ძალებს და მათ მედიასაშუალებებს უბრალოდ აღარ ჰყავდეთ აუდიტორია. შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, იცვლება ჩვენი გვერდის სახელწოდება, სადაც აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფასდაუდუებელია მისი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნაში. მალე სიახლეებით დაგიბრუდნებით, სიმართლის დროა”, – ნათქვამია გვერდის განცხადებაში.
პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ — გახარია