ახალი ამბები

ლიეტუვის საგარეო მთავრობას მოუწოდებს, დამატებითი ნაბიჯები გადადგას კონსენსუსამდე მისასვლელად

19 მარტი, 2021 • 612
ლიეტუვის საგარეო მთავრობას მოუწოდებს, დამატებითი ნაბიჯები გადადგას კონსენსუსამდე მისასვლელად

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში  ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში შეთანხმების ვერმიღწევას ეხმაურება და წუხილს გამოთქვამს.

“ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით წარმართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი გასაღებია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიის ხარისხის დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსამდე მისასვლელად”, — წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოლაპარაკებების მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი