საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 18 მარტს, გარკვეული შეზღუდვების მოხნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაში რჩება. მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ე.წ კომენდანტის საათის დატოვება მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.
საქართველოში ნოემბრის ბოლოდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. ბიზნესის სხვადასხვა სექტორი უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების თხოვნით მიმართავს. ასევე, იყო შეთავაზებაც ,კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე დაწყებულიყო. 5 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საქალაქო სასამართლოს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
იხსნება კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები — “კომენდატის საათი” რჩება