ახალი ამბები

“კომენდანტის საათი” 30 ივნისის 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს

22 ივნისი, 2021 • 1227
“კომენდანტის საათი” 30 ივნისის 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი 30 ივნისს მხოლოდ დილის საათებში იმოქმედებს, ღამის 23:00 საათიდან კი გაუქმდება.

აღნიშნული განმარტება “რუსთავი 2-თან” ღიბრაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება:

“30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისის დილის საათებში, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, საღამოს საათებში კი აღარ იმოქმედებს”, – აცხადებს ღიბრაძე.

რა იცვლება COVID რეგულაციებში — 22 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი