იხსნება კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები — “კომენდატის საათი” რჩება

საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ: პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს; 19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში; 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%; ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%; ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება … ვრცლად იხსნება კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები — “კომენდატის საათი” რჩება