ახალი ამბები

1 ივლისიდან საქართველოში “კომენდანტის საათი” უქმდება

22 ივნისი, 2021 • 1122
1 ივლისიდან საქართველოში “კომენდანტის საათი” უქმდება

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით “კომენდანტის საათი” 1 ივლისიდან გაუქმდება.

საქართველოში ნოემბრის ბოლოდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. შეზღუდვის მიხედვით, მოქალაქეებს გადაადგილება თავდაპირველად 20:00 საათიდან ეზღუდებოდათ, მოგვიანებით 23:00 საათიდან 4:00 საათამდე შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი