ახალი ამბები

იხსნება კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები — “კომენდატის საათი” რჩება

18 მარტი, 2021 • 834
იხსნება კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები — “კომენდატის საათი” რჩება

საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ:

  • პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს;
  • 19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში;
  • 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%;
  • ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%;

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან, მთავრობის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. როგორც საკოორდინაციო საბჭო აცხადებს, ისინი აკვირდებიან  ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს არსებული ეპიდემიოლოგიური  სურათის ანალიზის საფუძველზე მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი