ახალი ამბები

“თუ პარტიის წევრი არ გახდებოდი, დაწინაურება გაგიჭირდებოდა” — ყოფილი სამხედროს ისტორია

8 მარტი, 2021 • 833
“თუ პარტიის წევრი არ გახდებოდი, დაწინაურება გაგიჭირდებოდა” — ყოფილი სამხედროს ისტორია

თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული (1974-1978)  გიორგი შერვაშიძე იხსენებს, რა გზის გავლა მოუწია სამხედრო კარიერის ზედა საფეხურებზე ასასვლელად და როგორი იყო საბჭოთა სამხედრო სასწავლებელში სწავლის გამოცდილება.

“ვადიან სამხედრო მოსამსახურეებსაც შეეძლოთ პარტიის წევრობა. ეს იყო იშვიათი გამონაკლისი. რა თქმა უნდა, კურსანტებსაც შეეძლოთ. გამონაკლისი იყო, მაგრამ იშვიათი. მე გავხდი პარტიის წევრობის კანდიდატი, მე მგონი, მე-4 კურსის დამთავრების დროს, როცა გამანაწილეს.

კანდიდატობიდან ერთი წელი უნდა გასულიყო. გერმანიაში ვმსახურობდი და ეს ერთი წლის ვადა იქ შემისურლდა, სადაც უკვე დამამტკიცეს პარტიის წევრად. მართალი გითხრათ, მე თვითონ არ ვიცოდი, რატომ უნდა გავმხდარიყავი პარტიის წევრი. ასე იყო, რომ თუ პარტიის წევრი არ გახდებოდი, გაგიჭირდებოდა ოცმეთაურიდან ასმეთაური გამხდარიყავი, ასმეთაურიდან- დივიზიონის მეთაური და ა.შ. წინსვლა გაგიჭირდებოდა”, — იხსენებს გიორგი შერვაშიძე.

მისი ისტორია სრულად მოისმინეთ ვიდეოში, რომელიც მოამზადა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” (SOVLAB) National Endoument For Democracy-ის (NED) ფინანსური დახმარებით.

სიუჟეტში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს  NED-ის ან SOVLAB-ის მოსაზრებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი