ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, სირიასთან ასოცირების შეთანხმების განახლებისთვის ევროკავშირის წინაპირობებს შორის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაც უნდა იყოს.

ამის შესახებ მან დღეს, 16 ნოემბერს, განაცხადა.

„უნდა გვქონდეს მკაფიო პირობითობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე უნდა გვქონდეს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს აღიარეს და სხვადასხვაგვარი რამ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა შესთავაზეს. ახლა ჩვენ სამუშაო ჯგუფებში ვმუშაობთ ტექნიკური და იურიდიული დეტალების მოსაგვარებლად, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით წინ მივდივართ უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართულებითაც“, – განაცხადა კაია კალასმა.