ახალი ამბები

“საქართველოსთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯი” — ბენ ჰოჯესი მელიას დაკავებაზე

23 თებერვალი, 2021 • 722
“საქართველოსთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯი” — ბენ ჰოჯესი მელიას დაკავებაზე

გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და ამას უწოდა საქართველოსთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯი.

“საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი. ამით მხოლოდ კრემლი, ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა სარგებლობენ. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი აღმოჩნდება ამაში. კრემლი უყურებს”, — წერს ბენ ჰოჯესი ტვიტერზე.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი