ახალი ამბები

ვერ გეტყვით როდის აღსრულდება, ვმუშაობთ – გომელაური მელიას დაკავებაზე

21 თებერვალი, 2021 • 944
ვერ გეტყვით როდის აღსრულდება, ვმუშაობთ – გომელაური მელიას დაკავებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ვერ იტყვის, თუ როდის დააკავებენ მელიას.

„ოფიციალურად არ არსებობს გადადების თემა, არსებობს სასამართლოს განჩინება, რომელიც დაეკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს – აღსრულება მისი. ჩვენ ამას დღეს ავასრულებთ, ხვალ, ერთ თვეში თუ სამ დღეში შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ გადაიდო ერთი დღით, ორით თუ ხუთით,“ – თქვა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ განიხილება აღსრულება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, გომელაური მოკლედ პასუხობს – „არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვმუშაობთ,“.

„ვიმეორებ, სასამართლომ განჩინებით დაგვაკისრა ჩვენ მისი აღსრულება – ის პოლიტიკური დევნილია, დამნაშავეა თუ რაც არის, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო,“ – ამატებს გომელაური.


„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 18 თებერვალს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებს, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემს და ასევე იმასაც, რომ სურვილის შემთხვევაში ოფისს თავისუფლად ტოვებს.

თქვენი არჩევანია: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან ბელარუსის გზით — ლიეტუველი დეპუტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი