ახალი ამბები

შსს-ს თქმით, მელიას დაკავება გახარიას გადადგომის გამო გადადეს

18 თებერვალი, 2021 • 677
შსს-ს თქმით, მელიას დაკავება გახარიას გადადგომის გამო გადადეს

“პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

როგორც გახარიამ დღეს, 18 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, გადადგომის მიზეზია გუნდთან შეუთანხმებლობა ნიკა მელიას საკითხზე. კერძოდ, გახარიას თქმით, ის არ ეთანხმება გუნდს მელიას საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფორმებთან დაკავშირებით.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება]  უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი