ახალი ამბები

კასპში ყოფილი სამართალდამცავი დააკავეს, რომელმაც ორი მძევალი აიყვანა

16 იანვარი, 2021 • 942
კასპში ყოფილი სამართალდამცავი დააკავეს, რომელმაც ორი მძევალი აიყვანა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც მძევლად ორი პირი ჰყავდა აყვანილი.

“რამდენიმე საათიანი ოპერატიული მუშაობის შემდეგ ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებულმა მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე, რომლებიც მოლპარაკებების შედეგად გაანთავისუფლა. მას ბრალად ედება ადამიანების მძევლად აყვანა. იგი დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. იყო აღელვებული, გატარდა ყველა სამუშაები, რათა არ დაზიანებულიყო არავინ. ოპერაცია დასრულებულია”, – განაცხადა ბორცვაძემ.

ბორცვაძის განცხადებით, თავდამსხმეის მოთხოვნა იყო ავტომობილის გადაცემა და რუსეთის მიმართულებით გადაადგილების უფლების მიცემა.

“მისი მოთხოვნა იყო სამართალდამცავებს მიეყვანათ მანქანა და დაეტოვებინა საქართველო რუსეთის მიმართულებით”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, თავდასხმელმა ცოტა ხნით ადრე შს სამინისტროს მიმართა წერილით, სადაც “გამოთქვა პრეტენზიები რიგი მოქალაქეების მიმართ”.

“მან რამდენიმე დღის წინ მოგვმართა განცხადებით, რომ ქონდა პრეტენზიები რიგი მოქალაქეების მიმართ. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ეს ფაქტიც გამოკვლეული იქნება და მიეცემა სამართლებრივი ფორმა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ადამაინი გამოიკითხება” – თქვა მინისტრის მოადგილემ. ~

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი სანადირო თოფით იყო შეიარაღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ი” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი