ახალი ამბები

კასპში დააკავეს პირი, რომელმაც მის დასაკავებლად მისულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა – შსს

22 თებერვალი, 2026 •
კასპში დააკავეს პირი, რომელმაც მის დასაკავებლად მისულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კასპში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების დახმარებით, ერთი პირი დააკავეს, რომელმაც მის დასაკავებლად მისულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

„გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა [გ.შ.-მ], ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.

გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გ.შ. სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი