ახალი ამბები

28 იანვრიდან დაიწყება ფულადი დახმარების გაცემა – გახარია

15 იანვარი, 2021 • 2289
28 იანვრიდან დაიწყება ფულადი დახმარების გაცემა – გახარია

შესწორება: პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს, 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დახმარების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის პრესსამსახურმა. მოგვიანებით, მთავრობამ ახალი პრესრელიზი გაავრცლა, სადაც აღნიშნულია, რომ რეალურად, დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, შესწორდა აღნიშნული ნიუსი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ფულად დახმარებაზე განცხადების მიღება 20 იანვრამდეე გაგრძელდება, უშუალოდ დახმარებების გაცემა კი 28 იანვრიდან დაიწყება.

საუბარია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის საკომპენსაციო 1 200-ლარიან დახმარებაზე, რომელიც მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარად უნდა დაერიცხოთ.

„განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იმისთვის, რომ მოქალაქემ 1 200-ლარიანი დახმარება მიიღოს, მან სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს შემოსავლების სამსახურის საიტზე.

წაიკითხეთ ვრცლად ინსტრუქციები ნეტგაზეთის არქივიდან:

მთავრობა სამსახურდაკარგულებს კიდევ 1200 ლარით დაეხმარება

მასალების გადაბეჭდვის წესი