ახალი ამბები

მთავრობა სამსახურდაკარგულებს კიდევ 1200 ლარით დაეხმარება

8 იანვარი, 2021 • 1855
მთავრობა სამსახურდაკარგულებს კიდევ 1200 ლარით დაეხმარება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უმუშევრობის 1200-ლარიანი საკომპენსაციო დახმარება ძალაში კვლავ შევა.

ინფორმაცია ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღევანდელ ბრიფინგზე გაავრცელა.

„იგივე პაკეტი, რაც გაზაფხულზე, გავრცელდება პირველი დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით 2 თვე მაინც მუშაობდა. და ეს უნდა გამოჩნდეს იმ განაცემების ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში.

ასევე მეორე პირობა არის, თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში, ან თებერვალში – მიიღებს 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“, – ამბობს მაჭავარიანი.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება დახმარების მისაღებად საჭირო ინსტრუქციების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი