აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ მცირე ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით”, – აღნიშნავს უწყება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პომპეო უკვე შეხვედა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.